როგორ დაიცვათ თქვენი სასტუმროს შემოსავალი კორონას (Covid-19) პერიოდში

 

პანდემიის  პერიოდში სასტუმრო ბიზნესი ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც სერიოზული კრიზისი შეექმნა. იმისათვის რომ ნაკლები ზარალი მიადგეს თქვენი სასტუმროს შემოსავლებს, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

1.  კრიზისის პერიოდში სასტუმრომ აუცილებლად უნდა შეარბილოს ჯავშნების გაუქმებისა და წინასწარი გადახდების პოლიტიკა, რადგან დღევანდელ დღეს, როდესაც ვირუსის პირობებში გვიწევს ცხოვრება, არავინ იცის წინასწარ, რომ მისი მოგზაურობის გეგმა არ შეიცვლება და არ მოუწევს სასტუმროს ჯავშნის გაუქმება. ამიტომ სასტუმრომ მინიმუმზე უნდა ჩამოიყვანოს ჯავშნის გაუქმების გადასახადი ან უმჯობესი იქნება თუ სრულად გააუქმებს მას; ასევე სასტუმრომ დროებით უნდა შეაჩეროს   წინასწარი გადახდის პოლიტიკა, რომ სასტუმროს პოტენციურმა სტუმრებმა უფრო თამამად დაჯავშნოს თქვენი სასტუმრო.

2.  თქვენი სასტუმროს მარკეტინგული სვლები მიმართული უნდა იყოს შიდა ბაზარზე და შეეცადოთ სტუმრებს შესთავაზოთ, წახალისების მიზნით, დამატებითი მომსახურება მაგ. უფასო ტრანსფერი, სპა ცენტრის უფასო სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა.

3.  აუცილებელია, ცალკე შეიმუშაოთსპეციალური ფასები სასტუმროს ერთგული სტუმრებისთვის. გაყიდვების მენეჯერი პირადად უნდა დაუკავშირდეს თქვენი სასტუმროს ერთგულ სტუმრებს და შესთავაზოს მათ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი დასვენების პაკეტები.

და ბოლოს:

აუცილებლად აცნობეთ პოტენციურ სტუმრებს რა უსაფრთხოების ზომებს იღებთ კორონავირუსთან დაკავშირებით. შეუქმენით თქვენს მათ წინასწარი მოლოდინები კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების მითითებით.