მაღალი კატეგორიის სასტუმროებში სტუმრებს ნომერში მიაცილებს ბელმენი და უზრუნველყოფს ბარგის მიტანას. ბელმენი ხშირად პირველია სასტუმროს მომსახურე პერსონალთაგან, ვინც ეგებება და აცილებს სტუმარს ცენტრალურ შესასვლელთან, გადმოაქვს ბარგი ავტომობილიდან, თუმცა ეს არ არის მისი ერთადერთი ფუნქცია. ხშირად სტუმარი მიმართავს ბელმენს სახვადასხვა სახის თხოვნით. ასე რომ, ბელმენის ოპერატიულობაზე, ცოდნაზე და ტავაზიანობაზე დიდადაა დამოკიდებული პირველი შთაბეჭდილება, რომელიც განაპირობებს მომხმარებელთა განწყობას სასტუმროსა და პერსონალის მიმართ. იმ შემთხვევაში, როდესაც შედარებით პატარა სასტუმროს არ აქვს ფინანსური საშუალება შექმნას ბელმენების სამსახური, მათ ფუნქციებს ასრულებენ კონსიერჟები, კარისკაცები ან პორტიე. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი სასტუმრო, მიუხედავად მისი ზომისა არ უნდა რჩებოდეს ბარგის მიმტანის გარეშე.