სასტუმროს ნომერი
თქვენი სავიზიტო ბარათია. სტუმარმა, რომელიც თქვენს სასტუმროს ირჩევს, უკვე იცის რა კატეგორიის
სასტუმრო აქვს შერჩეული და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს. თუმცა თქვენი სასტუმრო რა კატეგორიისაც
არ უნდა იყოს, სასტუმროში მთავარია კომფორტული საწოლი. სტუმარს უნდა შევთავაზოთ ისეთი
საწოლი, სადაც ტკბილად და კომფორტულად დაიძინებს. ამიტომ თქვენი სასტუმროს დაგეგმარების
პირველი დღიდანვე, თქვენთვის უპირველესი საზრუნავი კომფორტული მატრასების შეძენა უნდა
იყოს. ქართულ ბაზარზე მატრასების დიდი არჩევანია, თქვენი ბიუჯეტის მიხედვით შეგიძლიათ
შეარჩიოთ სასურველი მატრასი, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. შერჩევისას
მოსინჯეთ რამდენიმე მათგანი. მატრასის შერჩევის მთავარი პრინციპია მასზე დაწოლა, სერიოზულ
მომწოდებლებს ყოველთვის აქვთ „შოუ რუმები“ სადაც შეგიძლიათ თქვენ მიერ შერჩეულ მატრასებზე
დაწოლა და მხოლოდ ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
სასტუმროს ნომრები
სასურველია იყოს ღია პასტელურ ტონებში. ფარდები და საწოლის გადასაფარებელი სასურველია
იყოს ერთი ტონალობის და იყოს ერთი ფერის, ყოველგვარი ზედმეტი რუშებისა და ნაკეცების
გარეშე. საწოლის გადასაფარებელი არავითარ შემთხვევაში
არ უნდა ფარავდეს ბალიშს და მთლიან საწოლს, ის მხოლოდ საწოლის ბოლოს დეკორაციის როლს
უნდა ასრულებდეს. (ეს არის საწოლის აქსესუარი,
რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრები იატაკზე აგდებენ, ამიტომ ის უნდა იყოს ისეთი მატერიის,
რომ ადვილად ირეცხებოდეს). სასტუმროს ნომრის აუცილებელი ატრიბუტებია საწოლი, ტუმბო,
მაგიდა, სკამი, სარკე, კარადა და სატუმროს კატეგორიის მიხედვით კიდევ ემატება ტელევიზორი,
ტელეფონი, მაცივარი (მინი ბარი), სეიფი, სავარძელი
და ა.შ. სატუმროს ნომრის კარებს უნდა ეწეროს თავისი ნომერი, შესაბამისად გასაღებიც
უნდა იყოს ნომრიანი საკიდით ან ბარათით. ნომერში აუცილებლად უნდა გქონდეთ საინფორმაციო
ბროშურა სასტუმროს მომსახურების შესახებ. თანამედროვე სასტუმროების ახალი ტრენდია ოთახებში
ტაბლეტების დამონტაჟება სადაც ჩატვირთულია ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი სასტუმროს
შესახებ, ამავე ტაბლეტის საშუალებით სტუმარს შეუძლია სასტუმროს ადმინისტრაციასთანაც
დაკავშირება.
ნომრის განათება
უნდა იყოს რბილი, ნომერში უნდა იყოს საერთო განათებასთან ერთად ღამის ლამპები ან ტორშერები. დაბალბიუჯეტიანი სასტუმროები
ხშირად ეკონომიურ თეთრი შუქის ნათურებს იყენებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია.
სასტუმროს ნომრის
უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ს ი ს უ ფ თ ა ვ ე.
როგორ უნდა უზრუნველყოთ
იდეალური სისუფთავე თქვენს სასტუმროში იხილეთ შემდეგ ბმულზე.