სასტუმროსთვის
თეთრეულის შერჩევა არც ისე ადვილი პროცესია. იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ თეთრეული
თქვენი სასტუმროსთვის, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, უნდა იცოდეთ ტექსტილის ტექნიკური
მონაცემების მნიშვნელობა. მაშ ასე, ჩვენ გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ
თეთრეულის სწორად შერჩევაში.
პირველ
რიგში სასტუმროს თეთრეული უმჯობესია იყოს თეთრი ფერის, ეს რჩევა ეხება დაბალბიუჯეტიან
სასტუმროებსაც (რადგან ფერადი თეთრეული ბევრჯერ რეცხვის შემდეგ ხუნდება და არ არის
გამოსადეგი შემდგომი გამოყენებისთვის).
თეთრეული
უნდა იყოს 100% ბამბა რადგან ის უფრო გამძლეა, მაგრამ გამძლეობა დამოკიდებულია ძაფზეც.
დაიმახსოვრეთ! ყველაზე გამძლე ბამბის და ბამბა-სატინის თეთრეული 200 TC ან მეტი უნდა იყოს. საუკეთესო არჩევანია 300 TC.
დაიმახსოვრეთ! ყველაზე გამძლე ბამბის და ბამბა-სატინის თეთრეული 200 TC ან მეტი უნდა იყოს. საუკეთესო არჩევანია 300 TC.
თეთრეულის ზომები სწორად რომ შეარჩიოთ, აუცილებელია გაზომოთ მატრასის სიგრძე-სიგანე-სიმაღლე და გაითვალისწინეთ ზეწრის შეკეცვისთვის საჭირო სანტიმეტრები. ასევე გაზომოთ თქვენი საბნები და ბალიშები, მხოლოდ ზუსტი ზომების დადგენის შემთხვევაში შეუკვეთეთ სასურველი თეთრეული. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თქვენ მიერ შერჩეული თეთრეულის ხარისხში, უმჯობესია შეიძინოთ მხოლოდ ერთი ზეწარი, გარეცხოთ და გააუთოვოთ რამდენჯერმე. მომწოდებელს უნდა ჰქონდეს ტექსტილის სერტიფიკატი ტექსტილის ხარისხი მონაცემებით.
გისურვებთ წარმატებებს!