თქვენი სასტუმროს ნომრების დალაგებისთვის საჭიროა გყავდეთ ისეთი დიასახლისები, რომლებსაც თავიდანვე დაწვრილებით აუხსნით დალაგების მეთოდს. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას თუ რა არ უნდა გამორეჩეს დიასახლისს სასტუმროს ნომრის დალაგებისას.
1. დალაგებისას ავეჯისათვის განკუთვნილი ხსნარით უნდა გადაიწმინდოს ავეჯის ყველა ზედაპირი.
2. იმის მიხედვით თუ რა მასალისგან ან მატერიისგან არის გაკეთებული საწოლის თავი, აუცილებლად უნდა გადაიწმინდოს შესაბამისი საწმენდი საშუალებით.
3. ხშირად დალაგებისას ავიწყდებათ ოთახში ნათურების არსებობა, რომლებიც დიდი რაოდენიბით მტვერს იკრავენ.
4. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტელევიზორის პულტის გაწმენდას, ტელევიზორის პულტზე ყველაზე მეტი მიკრობი გროვდება, ის უნდა დამუშავდეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
5. არ დაგავიწყდეთ ოთახში არსებული პლინტუსების გაწმენდა.
6. ნომრის ტელეფონი უნდა გაიწმინდოს და დამუშავდეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ისე, როგორც ტელევიზორის პულტი, ხოლო ღილაკების გაწმენდისას გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.
7. ყოველთვის დაათვალიერეთ ფარდების მდგომარეობა, თუ ფარდაზე რაიმე ლაქას აღმოაჩენთ აუცილებლად უნდა ჩამოხსნათ და გარეცხოთ. ასევე შეამოწმეთ ფარდა არ იყოს ჩამოგლეჯილი სამაგრიდან.
8. აბაზანაში მიაქციეთ ყურადრება მეტალის ზედაპირებს დალაგების შემდეგ არ ჰქონდეს წყლის წვეთები და ლექები, მეტალის ზედაპირები სარკესავით უნდა პრიალებდნენ.
9. დაამუშავეთ კარების სახელურები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
გახსოვდეთ!თქვენი სასტუმროს წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები სისუფთავეა!