კონტინენტური საუზმე, რომლის მენიუშიც შედის ჩაი ან ცხელი შოკოლადი, შაქარი, ნაღები (რძე), ლიმონი, ხილფაფა, ჯემი ან თაფლი, კარაქი, მოხარშული კვერცხი, პურ-ფუნთუშეული. ევროპის მრავალ ქვეყენაში კონტინენტური საუზმის ღირებულება, სასტუმროში განთავსების ფასშია შეტანილი;
გაფართოებული საუზმე - კონტინენტური საუზმის მენიუს ემატება წვენები (ფორთოხლის, გრეიპფრუტის, ტომატის), კერძი დაჭრილი შაშხით, ყველითა და ძეხვით, იოგურტები, ხაჭო. ინდივიდუალური შეკვეთით მზადდება კერძები კვერცხისგან;
ინგლისური საუზმე - მისი კლასიკური ვარიანტი ჩაის ან ყავის (ზოგჯერ ცხელი შოკოლადის) ნომერში მიტანით იწყება. მენიუში შედის აგრეთვე შაქარი, ფუნთუშეული, ტოსტები, კარაქი, ჯემი, თაფლი, მურაბა. შესაძლებელია აგრეთვე კვერცხისგან დამზადებული (ერბო-კვერცხი შაშხით ან ბეკონით, ომლეტი შაშხით ან შამპინიონებით), თევზის, მარცვლოვანი (შვრიის ფაფა) კერძების დამატება;
ამერიკული საუზმე - დამატებულია სასმელი წყალი ყინულით, ხილის წვენები, ხილი (გრეიფრუტი, საზამთრო, კენკრა რძით ან ნაღებით) ან ხილის (ქლიავი, ატამი) კომპოტი, მარცვლოვანი (სიმინდის, ბრინჯის) კერძები, ხორცის მცირე ულუფა, ნამცხვარი.
საუზმე შამპანურით იმართება ოფიციალური საბაბის შემთხვევაში. დილის 10.00- დან დაახლოებით 11.30-მდე სტუმრებს სთავაზობენ ყავას, ჩაის, ალკოჰოლურ სასმელებს (შამპანური, ღვინო), ცივ საუზმესა და ცხელ კერძებს, წვნიანს, სალათებს, დესერტს.
გვიანი საუზმე - არსებითად, ეს საუზმისა და სადილის ალტერნეტივაა (10-დან 14 საათამდე). შედგება აგრეთვე საუზმისა და სადილის კომპონენტებისგან (ცივი და ცხელი სასმელები, ფუნთუშები, კარაქი, ჯემი, ძეხვი, ყველი, წვნიანი, ხორცის ცხელი კერძები, დესერტი).