სასტუმროს
რეცეფცია სწორედ ის ადგილია სადაც სტუმრებს პირველი შეხება აქვთ სასტუმროს ადმინისტრაციასთან.
რეცეფციაში უნდა იყოს რამდენიმე აუცილებელი აბრა: სტუმრის შესვლა-გასვლის საათები,
საუზმის, სადილის და ვახშმის დრო, სხვა მომსახურების ბროშურები მაგალითად, სპა ცენტრი,
სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. რეცეფციაში სასურველია რომ ეკიდოს საათი. სტუმარს შესაძლებლობა
უნდა ჰქონდეს გადაიხადოს როგორც ნაღდი ფულით, ასევე ბარათით. ადმინისტრატორს უნდა ეცვას
სასტუმროს მიერ დაწესებული უნიფორმა ან ასეთის არ ქონის შემთხვევაში, ერთი ფერის პერანგი და მომხიბვლელი ღიმილიც საკმარისია. რეცეფციის დესკზე აუცილებელია იყოს სპეციალური
ზარი, რომ სტუმარმა ადვილად მიაწვდინოს ხმა ადმინისტრატორს მისი იქ არ ყოფნის შემთხვევაში.
ადმინისტრატორმა სტუმარს უნდა გამოართვას პასპორტი ან პირადობის მოწმობა, გადაიღოს
ფოტო ან ქსეროასლი, ამის შემდგომ აუხსნას სტუმარს თუ რა დროს არის საუზმე, სადილი და
ვახშამი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასევე უთხრას სასტუმროში არსებული ყველა მომსახურების
სფეროს შესახებ (სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, ტრანსფერი და ა.შ) და ბოლოს, უსურვოს
მას ბედნიერი დასვენება და მიუთითოს ნომრის ადგილი.