შვეიცარი

 


შვეიცარი სასტუმროს მთავარ შესასვლელთან ეგებება სტუმრებს, ესალმება მათ, ეხმარება ავტომობილიდან გადმოსვლისას. შვეიცარი აუცილებლად  უნდა ფლობდეს ინფორმაციას სასტუმრო მომსახურების სრული სპექტრისა და დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციები, ბანკეტები), სასტუმროს ადგილმდებარეობისა და მისი შემოგარენის შესახებ. შვეიცარი უნდა იყოს თავაზიანი და მომღიმარი. მას  ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ სტუმართან ფამილიარობა ცუდი ტონია და ეს მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.