სასტუმროს
ნომრის აბაზანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სტუმრისთვის. რა კატეგორიის
სასტუმროს მფლობელიც არ უნდა იყოთ, მთავარია აბაზანის გამართული სანტექნიკა და აბაზანის
აქსესუარები. აუცილებელია აბაზანაში იყოს სარკე, სასურველია იყოს თმის საშრობი ბიუჯეტურ
სასტუმროებშიც კი. ასევე მინიატურული საპნების და შამპუნების ნაცვლად უმჯობესია დამონტაჟდეს
დისპენსერები, როგორც ხელსაბანთან ასევე საშხაპეში, ეს ეკონომიურიც და ეკოლოგიურიცაა,
რადგან არ რჩება ზედმეტი პლასტმასის ნარჩენები. პრემიუმ კლასის სასტუმროს ქსელები ნელ-ნელა ამგვარ ეკოლოგიურ მომსახურებას ანიჭებენ უპირატესობას. აბაზანაში
უნდა იყოს იდეალურად სუფთა პირსახოცები, ასევე აუცილებელია ფეხის პირსახოცი. აბაზანა უნდა იყოს იდეალურად
სუფთა, დამუშავებული სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით (ქლორი და ქლორის შემცველი
საწმენდი საშუალებები). აბაზანის ყველა ზედაპირი უნდა იყოს გაპრიალებული, განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს ონკანებს და ყველა ვერცხლისფერი მეტალის ზედაპირებს (ურნა, საკიდები, თაროები და ა.შ), ისინი კარგად უნდა გაპრიალდეს და მათზე არ უნდა იყოს წყლის წვეთების
და მარილების ლაქები. ამგვარ ზედაპირებზე აკრძალულია ქლორის შემცველი სითხეების გამოყენება,
მათვის ცალკე საწმენდი საშუალება უნდა გამოიყენოთ.
გახსოვდეთ! სასტუმროს
ნომრის და მისი აბაზანის სისუფთავე განაპირობებს თქვენი გაყიდვების წარმატებას.