ყავის კულტურა თქვენს სასტუმროში

 


ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, ის თქვენი სასტუმროს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. თუ გადახედავთ booking.com-ში სტუმრების კომენტარებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სასტუმროებზე, ნახავთ, რომ სტუმრების უმრავლესობა ხაზს უსვამს სასტუმროებში კარგი ყავის არარსებობას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ უმეტეს სასტუმროებში  საუზმეზე მხოლოდ ხსნადი ყავის არჩევანია და არც სასტუმროს ბარებში შეთავაზებული ყავა არ გამოირჩევა განსაკუთრებულობით. კარგი ყავის დაგემოვნება მხოლოდ ბრენდულ სასტუმროებშია შესაძლებელი, ისიც თუ ბარმენი სწორად არის დახელოვნებული ყავის მომზადებაში. გახსოვდეთ, თქვენი სასტუმროს ყავის კონცეფციის სწორად წარმართვისთვის, აუცილებელია კარგი ხარისხის ყავა და სწორად მომზადებული პერსონალი.  ყავის და ყავის მოსამზადებელი აპარატურის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო შედეგი უნდა იყოს გემრიელი, უმაღლესი ხარისხის, კარგად მომზადებული ყავა და მირთმეული სწორად შერჩეული ყავის ფინჯნით. ამისათვის საჭიროა: კონკრეტული ყავის ბრენდის არჩევისას, მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენელმა ბარისტამ კარგად დაატრენინგოს თქვენი რესტორნის და ბარის პერსონალი, რომლებსაც დაევალებათ ყავის მომზადება. 

გისურვებთ წარმატებებს!