სასტუმროს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხანძრის თავიდან აცილება. ამჟამად, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მრავალი მეთოდი არსებობს - სახანძრო სიგნალიზაცია, ცეცხლსაქრობები, ხანძრის ჩაქრობის ავტომატიზებული სისტემები.
ერთ-ერთი მათგანია შეტყობინებისა და შიდა მაუწყებელობის სისტემა, ისეთი რთული კონფიგურაციის ობიექტებისათვის, როგორებიცაა თანამედროვე სასტუმრო კომპლექსები. აღნიშნული სისტემის ზოგადი ფუნქციებია:
• შეტყობინება საგანგებო სიტუაციებში, რაც შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში წინასწარ ჩაწერილი შეტყობინებების ტექსტის მიხედვით. სისტემას გააჩნია ევაკუაციის გეგმის
ეტაპობრივი შეტყობინების პროგრამა – ჯერ ყველაზე სახიფათო ზონაში (მაგალითად, სახანძრო სიგნალიზაციის გადამწოდის მოქმედების ზონაში) და შემდეგ მთელი შენობის სხვა ზონებში.
• განცხადებების გადაცემა ცალკეულ ზონებში (მაგალითად, სასტუმროს ჰოლში, რესტორანში) ან მთელ შენობაში. ამისათვის გამოიყენება შესაბამის ადგილებზე (მაგალითად, დაცვის პოსტებზე, სასტუმროს ადმინისტრატორთან) დამონტაჟებული ე.წ. მრავალზონიანი მიკროფონის პანელები.
სისტემის მოწყობილობა მოდულური კონსტრუქციისაა, რაც იძლევა მისი კონფიგურაციის საშუალებას დასმული ამოცანის შესაბამისად. სისტემაში შედის სხვადასხვა დანიშნულების, მახასიათებლებისა და დიზაინის, ხმამაღლა მოლაპარაკეების ფართო სპექტრი. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება ხმის რეგულატორები და პროგრამების გადამრთველები აღჭურვილი სპეციალური რელეთი, რომელიც საგანგებო სიტუაციაში ავტომატურად გამორთავს ყველა შიდა პროგრამას და გადავა შეტყობინების რეჟიმზე.
გარდა ამისა, თითოეულ სასტუმროს უნდა ჰქონდეს საავარიო გასასვლელები და კიბეები, იმავე შენობაში განლაგებულ საზოგადოებრივი კვების საწარმოებს კი – ცალკე შესასვლელ-გასასვლელები.
სასტუმროს საევაკუაციო-საინფორმაციო სისტემის აუცილებელი ელემენტებია მუდმივად, დღე-ღამის განმავლობაში ჩართული საევაკუაციო განათება, ევაკუაციის მიმართულების მანათობელი მაჩვენებლები, შესამჩნევი საინფორმაციო ნიშნები, რომელთა საშუალებით სტუმრებს გაუადვილდებათ ორიენტაცია როგორც განსაკუთრებულ, ასევე სტანდარტულ სიტუაციაში.
ჩვეულებრივ, გასასვლელების აღმნიშვნელი მაჩვენებლები “Exit” დამაგრებულია კარების თავზე, გასასვლელების ზემოთ. მოძრაობის მიმართულების მაჩვენებელი ისრებიც – საკმაოდ მაღლა, დაახლოებით ფეხზე მდგომი ადამიანის სიმაღლის დონეზეა.
სახანძრო უსაფრთხოების მყარი გარანტიაა სასტუმროს პერსონალის პროფესიონალიზმი, ექსტრემალურ სიტუაციაში ოპერატიული მოქმედების, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების უნარი.
გამოყენებული ლიტერატურა:
სასტუმრო საქმის საფუძვლები. თბილისი, 2015.