სასტუმროს პროფილი ინსტაგრამზე


ინსტაგრამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარუ საშუალებაა, სოციალურ მედიაში, სასტუმროს წარმოჩენის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამი არ არის სასტუმროს დასაჯავში პლატფორმა, ის მომავალ სტუმარს ეხმარება შეიქმნას წარმოდგენა სასტუმროს შესახებ, თუ რა მოლოდინი  შეიძლება ჰქონდეს მას სასტუმროსგან.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას თქვენი სასტუმროსთვის წამატებული ინსტაგრამ პროფილის შესაქმნელად:

  •   იმისათვის რომ გქონდეთ მაღალი ხარისხის სურათები, დაგჭირდებათ მობილური ტელეფონი კამერის ძალიან კარგი რეზოლუციით. კადრების გადაღება უნდა იყოს სპონტანური და არა წინასწარ დაგეგმილი, როგორც ეს სასტუმროს ფოტოსესიის შემთხვევაში ხდება ხოლმე. სურათები უნდა იყოს ბუნებრივი და ასახავდეს სტუმრის თვალით დანახულ სასტუმროში ყოფნის მომენტებს.
  •   განსაზღვრეთ თქვენი სასტუმროს „სთორების“ ხაზი, სასტუმროსთვის დამახასიათებელი საგნებითა და ნიშნულებით, ამით თქვენი ინსტაგრამ პროფილი ადვილად ამოსაცნობი იქნება.  
  •   აირჩიეთ ფერთა გამა, რომელიც თქვენს პოსტებს განსაკუთრებულობას შესძენს. დაალაგეთ პოსტები თემატურად და გამოიყენეთ ჭკვიანურად შერჩეული „ჰეშთეგები“ თქვენი „სთორებისთვის“.