სასტუმრო და გასტრონომია

 

გასტრონომია საინტერესო და მუდამ განვითარებადი, დინამიური სფეროა. გასტრონომიის ერთ-ერთი დამახასიათებელი და საინტერესო თვისებაა ადამიანში გააღვიძოს ემოციები, მოგონებები, დაგაბრუნოთ ბავშვობაში ან გაგახსენოთ თქვენთვის სასიამოვნო წუთები; ეს გასტრონომიული მოგზაურობები კი დაკავშირებულია სურნელთან და გემოებთან. წარმატებული სასტუმროს გასტრონომიული კონცეფცია გასტრონომიის სწორედ ამ თვისებას უნდა ეფუძნებოდეს - აღძრას სტუმარში სასიამოვნო განცდების და მოგონებების კორიანტელი, შეუქმნას სურვილი კვლავ და კვლავ დაუბრუნდეს თქვენს გასტრონომიულ მოგზაურობას, რომელიც მხოლოდ თვენს სასტუმროში იქნება შესაძლებელი. სტუმარს უნდა გაუჩნდეს სურვილი კერძებიდან მიღებული ემოციები გააზიაროს სოციალურ მედიაში. გახსოვდეთ! თქვენი სასტუმროს საუკეთესო ფოტოგრაფი თქვენი სტუმარია. სტუმრები ყოველთვის ახალი უნიკალური გამოცდილების ძიებაში არიან, თქვენ უნდა შესთავაზოთ ისეთი მენიუ, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება დამახასიათებელი. თქვენი გასტრონომიული მრავალფეროვნებისთვის საჭიროა გაითვალისწინოთ ადგილობრივი, ლოკალური კერძები და წარმოაჩინოთ ისინი მხოლოდ თქვენი სამზარეულოსთვის დამახასიათებელი შტრიხებით. ასევე სტუმრებს მიეცით შესაძლებლობა აირჩიონ დიეტური კვება. თქვენი რესტორნის მენიუში შეიტანეთ ყველა ის კომპონენტი, რასაც ჯანსაღი კვება წარმოადგენს, ესენია: ორგანული კერძები, gluten-free, vegan, vegetarian, healthy & detox, low-fat, და ასევე kids’ menu თქვენი პატარა სტუმრებისთვის.

გახსოვდეთ! გასტრონომია, წარმატებული სასტუმროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კომპონენტია, მის მარკეტინგულ სტრატეგიაში უნდა გაითვალისწინოთ მომხმარებლის ყველა შესაძლო  საჭიროება. ადგილობრივი კერზების თქვენეული ხელწერა კი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იყავით ავთენტურები, ორიგინალურები და უნიკალურები თქვენი სასტუმროს გასტრონომიული პალიტრის შექმნისას და წარმატება თქვენი თანამგზავრი გახდება.