ბუქინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეზერვაციების გვერდია მთელს მსოფლიოში. თქვენი სასტუმროს სწორად წარმოსაჩენად, რეზერვაციების ამ გვერდზე, უნდა შეავსოთ მისი ყველა გრაფა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი თქვენი სასტუმროს ფოტოებია. ბუქინგის მომხმარებელი თქვენს სასტუმროს ეცნობა ჯერ ფოტოებით და შემდეგ კითხულობს მის აღწერას, კომენტარებს და სხვა. აუცილებელია, რომ ფოტოები გადაღებული იყოს პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ, რომელიც მუშაობს ინტერიერის ფოტოების გადაღების კუთხით. ფოტოგრაფის არჩევისას აუცილებელია გაეცნოთ მის ნამუშევრებს, გადაამოწმოთ მისი მუშაობის ხარისხი სხვა მის დამკვეთებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
დაიმახსოვრეთ! სასტუმროს ფოტოები, ბუქინგის ნიშანი და სტუმრების კომენტარები წარმატებული გაყიდვების მთავარი კომპონენტებია.