სასტუმროს სურნელი




ყველა სასტუმროს თავისი ინდივიდუალური დიზაინი და სტილი აქვს. თქვენი სტუმრები, გარდა სასტუმროს ვიზუალისა,თქვენს სასტუმროს აღიქვამენ  გრძნობით დონეზეც - თუ როგორი სასიამოვნო იყო მათთვის დასვენება კონკრეტულ ადგილას, რა კერძები მიირთვეს და აშ. სტუმარზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სასტუმროში არსებული სურნელი. ამიტომ პრემიუმ კლასის სასტუმროები დიდ ყურადღებას უთმობენ არომატიზატორების შერჩევას. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ სურნელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტუმრის ფსიქოლოგიაზე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ უნდა შეარჩიოთ და გამოიყენოთ არომატიზატორი თქვენი სასტუმროსთვის:
აუცილებელია სწორად შეარჩიოთ არომატიზატორი, ის არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი, სუნამოს ნოტები უნდა იყოს გრილი და არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი.

არომატიზატორის არჩევისას კარგი იქნება თუ არ დაეყრდნობით მხოლოდ თქვენს გემოვნებას და სხვების აზრსაც გაითვალისწინებთ.

ოთახებში გამოიყენეთ სპეციალური არომატიზატორი, რომელიც გათვალისწინებულია ქსოვილებისთვის. ოთახის დალაგების შემდეგ შეაპკურეთ ის  ფარდებსა და საწოლის გადასაფარებელს.

რესტორანსა და ბარში შეგიძლიათ მადის აღმძვრელი სურნელი გამოიყენოთ, მაგალითად ყავის, ახლად გამომცხვარი პურის ან შოკოლადის.   

დაიმახსოვრეთ! სასტუმროში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კერძებისა და სიგარეტის სუნი.